არადეთის ბრძოლა 1483
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:32, 9 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არადეთის ბრძოლა 1483 – შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი ფეოდალურ საქართველოში. ბრძოლა ზემო ქართლში, სოფ. არადეთთან, სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელსა და ქართლელ ფეოდალებს შორის.
ქართლელები დამარცხდნენ. დასუსტდა საქართველოს ცენტრალური სამეფო ხელისუფლება, რითაც ისარგებლეს დასავლეთ საქართველოს ფეოდალურმა წრეებმა, იქ ალექსანდრე II გაამეფეს და იმერეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადეს. არადეთის ბრძოლის შედეგად საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესი უფრო დაჩქარდა.