ფაშოდის კრიზისი 1898

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:23, 22 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაშოდის კრიზისი 1898 – დაიწყო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, დაკავშირებული იყო აფრიკის დანაწილებისათვის ბრძოლასთან, (ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა სუდანში. დიდი ბრიტანეთი პრეტენზიას აცხადებდა ნილოსის მთელ დაბლობზე და მის მარჯვენა შენაკადებზე. საფრანგეთი, რომელმაც გააფართოვა თავისი სამფლობელოები ეკვატორულ აფრიკაში, მიზნად ისახავდა, გასულიყო ნილოსის სათავეებთან და შეექმნა პირობები ცენტრალურ აფრიკაში თავისი სამფლობელოების გასაფართოებლად.

ფაშოდის ინციდენტის საბაბი გახდა 1898 წლის ივლისში ზემო სუდანში სოფელ ფაშოდის დაკავება ფრანგული რაზმის მიერ კაპიტან მარშანის მეთაურობით, საპასუხოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა საფრანგეთისაგან რაზმის გაყვანა და ოქტომბერში შეუდგა სამხედრო სამზადისს. საფრანგეთმა, რომელიც არ იყო მზად ინგლისთან საზღვაო ბრძოლისათვის, 3.X1.1898 დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, 21.11.1899 შეთანხმებით, საფრანგეთმა უარი თქვა, ჰქონოდა პრეტენზიები ნილოსის დაბლობზე. ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ცნო საფრანგეთის უფლებები სუდანის ყველა დასავლურ ოლქზე. ეს იყო პირველი ნაბიჯი 1904 ინგლის-საფრანგეთის შეთანხმების დადების გზაზე, რაც მიზნად ისახავდა აფრიკაში გავლენის სფეროების გაყოფას. მან ხელი შეუწყო ინგლის-საფრანგეთის შემდგომ დაახლოებას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები