რეპნინი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 14 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ რეპნინი

ნიკოლოზ რეპნინი – (რუს. Никола́й Васи́льевич Репни́н დ. 11 (22) მარტი 1734, — გ. 12 (24) მაისი 1801), თავადი, რუსი მხედართმთავარი და დიპლომატი, გენერალ-ფელდმარშალიც (1796-დან).

მონაწილეობდა შვიდწლიან ომში (1756-61). 1762-63– ელჩი პრუსიაში, ხოლო 1763-69 – პოლონეთში, სადაც აქტიურად ერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში და მიაღწია 1768 ვარშავის ხელშეკრულების დადებას. 1768-74 რუსეთ-თურქეთის ომის დროს მეთაურობდა დივიზიას ლარგასთან და კაგულთან ბრძოლებში. მონაწილეობდა ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 1774 პირობათა შემუშავებაში. 1775-76 – ელჩი თურქეთში, მისი შუამდგომლობით 1779 დაიდო ტეშენის საზავო ხელშეკრულება ავსტრიასა და პრუსიას შორის. 1787-91 რუსეთ-თურქეთის (იმის დროს ხელმძღვანელობდა დივიზიას და გ. ა. პოტიომკინის არყოფნის პერიოდში წარმატებით ასრულებდა მთავარსარდლის მოვალეობას. მარჩინთან გამარჯვების შემდეგ მან აიძულა თურქები, რათა ხელი მოეწერათ წინასწარი საზავო პირობებისათვის გალაცში, რაც იქცა 1791 იასის საზავო ხელშეკრულების საფუძვლად. მას XVIII ს-ის 70- 90-იან წლებში ეკავა სხვადასხვა გუბერნიათა გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა. 1798 უშედეგო დიპლომატიური მისიისათვის პრუსიასა და ავსტრიაში, რომლის მიზანიც იყო ანტიფრანგული კოალიციის შექმნა, რეპნინი სამსახურიდან გადადგა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები