რუსეთ-ჩინეთის დეკლარაცია 1913

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 16 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-ჩინეთის დეკლარაცია 1913 – 5 ნოემბერს პეკინში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც ჩინეთმა ცნო მონღოლეთის ავტონომია 1912 დადებულ რუსეთ-მონღოლეთის შეთანხმების საფუძველზე. რუსეთმა და ჩინეთმა ივალდებულეს, რომ არ შეიყვანდნენ მონღოლეთში თავიანთ ჯარებს და არ მოახდენდნენ მის კოლონიზაციას. დეკლარაციაში გათვალისწინებულ იქნა, რომ მონღოლეთთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამმხრივი მოლაპარაკების გზით რუსეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს შორის.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები