სტროფოიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტროფოიდა (ბერძნ. στροφοζ – გრეხა) – მე-3 რიგის ბრტყელი წირი, რომლის კანონიკური განტოლება დეკარტის მართკუთხა კოორდინატებში არის: (x+a)x2 + (x-a)y2 = 0, სადაც a>0, ხოლო პოლარულ კოორდინატებში:
იგი სიმეტრიულია 0x ღერძის; საკვანძო წერტილია კოორდინატთა სათავე; მხებებია y = ± x წრფეები; წრფე x=a არის სტროფოიდის ასიმპტოტი. წვერო A(-a,0). ნასკვის ფართობი S1 = 2a2 - ფართობი სტროფოიდასა და ასიმპტოტს შორის S2 = 2a2+
სტროფოიდა პირველად ე. ტორიჩელმა გამოიკვლია (1645).