გიორგი II (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი II. 1072-1089 წ.

გიორგი II - ერთიანი საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში. ბაგრატ IV-ის ძე. 173 წელს ფიორგი მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები. ნიანია ქვებულის ძემ ქუთაისი დაიკავა და საელმწიფო საჭუეჭლე ჩაიგდო ხელში. ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპისი დაიპყრო, ხოლო ვერდან სვანთა ერისთავმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. გიორგი II-მ ურჩი ფეოდალები დაამარცხა, მაგრამ დასჯისმაგივრად ისინი „წყალობით დაფარა“. ამის შემდეგ ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი მეფემ იგი მეორეჯერაც დაამარცხა და მასთან შეთანხმება არჩია. ურჩმა ფეოდალმა მეფის მეციხოვნეებს გაგის ციხე გამოსტყუა და აქართველოს მტერს, განძის ამირა ფადლის ჩააბარა, მაგრამ მეფემ ვერც ამჯერად გაბედა ლიპარიტის ძის დასჯა.

1074 წელს საქართველოს შემოესია სულთანი მალიქ შაჰი. მან სამშვილდე აიღო, ეს მხარე ააოხრა და უკან დაბრუნდა.

ამავე ხანებში გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფის დახმარებით ფარცხისთან ბრძოლაში დაამარცხა მალიქ შაჰის მიერ განძის განმგებლად დანიშნული სარანგი.

ამის შემდეგ გიორგი მეფემ ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით და დაიბრუნა ანაკოფია. „მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შაშუეთისა და არტაანისა“. აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი, რის გამოც მალიქ შაჰმა დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოში ამირა აჰმადის მეთაურობით, სელჩუკებმა აიღეს ციხე-ქალაქი კარი, თავს დაესხნენ ყველისციხეში მყოფ გიორგი II-ს და დაამარცხეს იგი. დამარცხებული მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, რის შემდეგაც თურქ-სელჩუკებმა გაააქტიურეს თარეში საქართველოში. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მათი აქ დასახლების გამო.

XI საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ე.წ. „დიდი თურქობა“. შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, დარბაზთან მოთათბირების შემდეგ, მეფე გიორგიმ გადაწყვიტა „წასვლა მაღალსა სულტანსა მელიქშას წინაშე“, რათა ეთხოვა მისთვის ხარკის გადახდის პირობით, საქართველოდან მომთაბარე ურდოების გაყვანა. მალიქ შაჰი თითქმის დათანხმდა მეფის ამ წინადადებას, მაგრამ მომთაბარეთა გამოყვანის მაგიერ მან გიორგი მეფეს კახეთ-ჰერეთი „უწყალობა“ და მის შემოსაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. ვეჯინის ციხის უშედეგო ალყის შემდეგ გიორგი II დასავლეთ საქართველოში გადავიდა. როგორც ჩანს, მას არ სურდა მონაწილეობა მიეღო კახეთ-ჰერეთის აღებაში და თავისი ლაშქრით ხეი შეეწყო სელჩუკებისათვის, ამიტომ საფიქრებელია, რომ გიორგი მეფემ გაცლა ამჯობინა.

ქვეყნის ისადაც რთულ მდგომარეობას ზედ დაერთო მწისძვრა, რომელიც თითქმის მთელ წელიწადს გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა.

ასეთ პირობებში 1089 წელს გიორგი II-მ „დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“ თავის თექვსმეტი წლის ვაჟს დავითს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იყო შედეგი სამეფო კარზე მომხდარი პოლიტიკური გადატრიალებისა.


წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები