ორმეფობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:17, 8 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორმეფობალეონტი მროველის მიხედვით მეფე ადერკიმ სიკვდილის წინ ქართლის სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით. მეორეს კი – არმაზი და ქართლი მტკვრის სამხრეთით. სულ იბერიის ტახტზე „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით 5 მეფეთა წყვილი მჯდარა, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით კი 6. ბოლო წყვილის ფარსმან ქველისა და მირდატის („მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით როკ და მირდატის) შემდეგ გამეფებულა ადამი და ერთმეფობა კვლავ აღმდგარა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები