ჰაიეკი ფრიდრიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 4 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰაიეკი ფრიდრიხ ავგუსტ ფონ – (1919-1992) (Hayek Friedrich A. von), ავსტრიელი ეკონომისტი, დაიბადა და განათლება მიიღო ვენაში, ხელმძღვანელობდა კათედრებს ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში, ჩიკაგოს, ფრაიბურგისა და ზალცბურგის უნივერსიტეტებში. 1974 წელს გ. მიურდალთან ერთად, მიენიჭა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია. ეკუთვნის ფუძემდებლური ნაშრომები ფულისა და ეკონომიკური რყევის თეორიებში: „ფასები და წარმოება“ (1931), „გზა მონობისაკენ“ (1944), „თავისუფლების კონსტიტუცია“ (1960), „სტიუარტ მილი და ჰერიეთ ტეილორი“ (1951) და ა.შ.