ერხვევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:02, 26 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერხვევი – ცნობილი სოფელია ზემო იმერეთში (საჩხერის რ.). აქაა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი – ეხვევის ღვთისმშობლის ტაძარი „დედა ღვთისა“ (XI ს. I ნახ.) რომელიც ძლიერ დააზიანა 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ. აქ ჩამოედინება პატარა მდინარე ეხვევრა ანუ ეხვეურა.

სახელწოდება

ხალხური გადმოცემა ტოპონიმ ეხვევის წარმოშობას ხვევნას, მოხვევნას უკავშირებს: „ერთი მორწმუნე ქალი დაიარებოდა თურმე აქანე, მოვიდოდა და ლოდები რომაა ეკლესიის, იმას თურმე კოცნიდა და ეხვევოდა და რავარც ახლა ადამიანმა რომ ადამიანს უთხრას რისამე სიტყვა, ისთე ელაპარაკებოდა, შენე! უთქვამს ერ კაცს, რო იმ ქვებს რო ეხვევი, რავა, დედაა შენი თუ რაო? დოუთქმევია ეხვევი“ (მიხეილ საგანელიძე, ქ. ჭიათურა). საინტერესოა, რომ იგივე ხალხური ეტიმოლოგია საფუძვლად დასდებია კ. ჰანის თვალსაზრისსაც; ეხვევს ისიც ზმნურ ხვევნას უკავშირებდა, თუმცა იქვე გაოცებული შენიშნავდა. ეს უცნაური სახელი ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარებაო.

ეხვევის, როგორც ტოპონიმის პირველი მეცნიერული ეტიმოლოგია აკ. შანიძეს ეკუთვნის. მან ტოპონიმში სრულიად სამართლიანად გამოყო -ევ სუფიქსი, რომელიც -ებ სუფიქსის ფარდად გვევლინება ზემოიმერულ დიალექტში. ამის კვალობაზე მკვლევარი დაასკვნის: „გეოგრაფიული სახელწოდება ეხვ-ევ-ი იგივე იხვ-ევ-ად ან იხვ-ებ-ად შეიძლება ვთარგმნოთო“. ჩვენი ვარაუდით აქ სხვაგვარ მოვლენასთან გვაქვს საქმე როგორც ცნობილია, ზემოიმერულ დიალექტში ხშირად ვითარდება - ბგერა: ბურთვი, თოკვი, ნაპრავლი (-ნაპრალი), ბოძ-ვი, გეჭვი… ეხვევიც, ჩანს, ამოსავლად იყენებს სიტყვა ეხს („გამოქვაბული კლდე“), რომელშიც ბგერა ფონეტიკურად განვითარებულია: ეხვ-ი, ეხვ-ევ-ი „ეხიანი, გამოქვაბულიანი ადგილები“. საყურადღებოა, რომ სოფელ ხუნევში (ხარაგაულის რ.) ადგილის სახელად დასტურდება ეხნარ-ი, რაც ამ არეალში სიტყვა ეხის გავრცელებულობაზე მიგვანიშნებს.

მაშასადამე, ეხვევ-ი ნიშნავს: „სოფელი, რომელშიც არის კლდე-ეხიანი გამოქვაბული ადგილები“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები