ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელის მეჩეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:35, 22 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელის მეჩეთი

ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელის მეჩეთიმეჩეთი (XVIII ს.) ქ. ახალციხეში, რომელიც აიგო ახალციხის (ჩილდირის) ვილაიეთის ფაშის – ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელის ინიციატივით. არქიტექტურული სტილით წააგავს ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესიის ნაგებობას – აია სოფიის ტაძარს (ამჟამად მეჩეთი, ქ. სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა). აქვეა დაარსებული ახალციხის ცნობილი ბიბლიოთეკა და მედრესე – მუსულმანური სასულიერო სასწავლებელი. ბიბლიოთეკაში ოდესღაც მრავალი დოკუმენტი და 600-მდე ხელნაწერი წიგნი ყოფილა დაცული, თუმცა დროთა ჟამთასვლამ მრავალი მათგანი უკვალოდ გააქრო, ნაწილმა კი სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში დაივანა.

ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი საქართველოს ისტორიიდან – ხრესილის ბრძოლა (1757 წ.). როდესაც იმერეთის მეფემ სოლომომ I-მა აკრძალა ტყვეთა სყიდვა და ხარკის გადახდა შეუწყვიტა ოსმალებს, გამძვინვარებულმა სულთანმა 40-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა იმერეთს. ბრძოლა სოფ. ხრესილთან (ამჟამად ტყიბულის მუნიციპალიტეტი) გაიმართა და იგი იმერთ მეფის ძლევამოსილი გამარჯვებით დასრულდა. ამ მარცხის გამო, სულთანმა სასტიკად დასაჯა ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელი – იგი ჯერ თანამდებობიდან გადააყენა, ციხეში ჩასვა და მოგვიანებით, 1758 წელს თავიც მოჰკვეთა. სამეცნიერო წყაროებიდან ცნობილია, რომ ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელი, როგორც მაჰმადიანი გამგებელი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მუსულმანობის გავრცელებასა და მუსლიმანთა საკულტო ნაგებობების მშენებლობას მის გამგებლობაში მოქცეულ საფაშოში. თუმცა ისტორიკოს ა. უჯმაჯურიძის მიერ გამოთქმულია ვარაუდი, რომ ხომ არ იყო ეს მარცხი გამაჰმადიანებული ფაშის შორსმიმავალი გეგმის ნაწილი – ხელი შეეშალა დასავლეთ საქართველოში ოსმალთა დამკვიდრებისათვის. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სულთანი ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელს ადანაშაულებდა განდგომაში. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდება იყო ახალციხის მეჩეთში ქრისტიანული არქიტექტურული სტილისათვის დამახსიათებელი ელემენტების სიუხვეც.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები