თეთრობ-ჭობარეთის ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:36, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თეთრობ-ჭობარეთის ქედი – ქედი, კირქვებით აგებული პლატო აჭარა-თრიალეთის კალთაზე. ხასიათდება კირქვების ფართო გავრცელებით. ნიადაგების უმთავრესად ნეშომპალა-კარბონატულია და ერთგვარ „ნიადაგურ კუნძულს” ქმნის.
განსაკუთრებით გამოირჩევა ფლორის ენდემური სახეობებით: ერდელის ბუჩქისძირა (Cory dalis Erdelii), თეთრობის კრაზანა (Hypericaceae), კოზლოვსკის ფამფარულა (Scorzonera Kozlovskyi), მასაგეტოვის თავყვითელა (Senecio Massagetovii), ყირიმის ასფოდელო (Asphodeline taurica), ცრუაღმოსავლური ყაყაჩო (Papaver pseudo-orientale), ანხონიუმი (Anchonium elichrysifolium) და სხვ.