ხოჯაბეგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:36, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხოჯაბეგი, ქართლა – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1910-1940 მ სიმაღლეზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. „ხოჯაბეგი” თურქულენოვანი ტოპონიმია და თურქეთიდან გადმოსახლებულმა სომეხმა მოსახლეობამ დაამკვიდრა. სოფლის ქართული სახელია „ქართლა”.