დიდი კონდური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:37, 11 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიდი კონდური, (დიდი გონდური, დიდი გონდრიო) – სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მურჯახეთისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1790-1840 მ სიმაღლეებზე, ქ. ნინოწმინდიდან 16 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 1294, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.