მტკვრის თაღლითა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
09:01, 10 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მტკვრის თაღლითა – (Alburnus filippi Kessler), თევზი კობრისებრთა ოჯახიდან, სამხრეთ კავკასიის ენდემი. ბინადრობს მდინარე მტკვრის აუზში (აბასთუმნისწყალი, ბორჯომისწყალი, გუჯარეთისწყალი, სურამულა, ფარავანი). სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. სარეველა თევზია და კონკურენტია სარეწაო თევზებისათვის კვებასა და გამრავლების ადგილებისათვის.