მოხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
03:39, 10 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოხე– სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს, თემის ცენტრი, ზღვის დონიდან 1400-1500 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან ჩრდილო-დასავლეთით 13 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
1960-იან წლებში სოფელში დასახლდნენ ეკომიგრანტები აჭარიდან. დგას XX საუკუნის შუა წლებში აშენებული მეჩეთი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 331, რომელთა 99 % ქართველია (2002).