ზიკილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:41, 2 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზიკილია – სოფელი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, აგარის თემში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზ.დ. 910-1000 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნება 412 (2002).