ვარძია (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:36, 2 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვარძია – სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, დაბა ასპინძიდან სამხრეთით 30 კმ მანძილზე, ერუშეთის ქედის ფერდობზე, ზღვის დონიდან 1100 მ სიმაღლეზე.
კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -2.80C) და მცირეთოვლიანი, ზაფხული – თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +190C) და ზომიერად მშრალი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 500 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თერმული მინერალური წყარო.
სოფლის სიახლოვეს მდებარეობს კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია, ხოლო მის სამხრეთ-დასავლეთით ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ზედა ვარძია.