კლეროს განტოლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლეროს განტოლება – ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლება
- y = x y' + φ(y'),
სადაც φ − მოცემული წარმოებადი ფუნქციაა. მისგან ამ განტოლების ზოგადი ამოხსნა მიიღება, თუ y' -ს შევცვლით ნებისმიერი მუდმივი C რიცხვით.
განტოლება პირველად ფრანგმა მათემატიკოსმა ა. კლერომ განიხილა (1734) და სახელი მის პატივსაცემად დაერქვა.