ვალე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:17, 2 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვალე – ქალაქი (1962 წლიდან) საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1000-1240 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 12 კმ მანძილზე.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 5.5 ათ. კაცი (2014). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. სოფლის მიდამოებშია ახალციხის მურა ნახშირის საბადო. დღეს საბადო არ ფუნქციონირებს. ქალაქში დგას სამნავიანი ბაზილიკური ეკლესია (XVI ს.).