დადიანი ოზბეგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:14, 25 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოზბეგ დადიანი - სვანთა ერისთავი XV ს-ის შუა ხანებში. ოზბეგ ერისთავს მოიხსენიებს მთავარეპისკოპოსი დანიელ ცაიშელი ლაბსყელდაშის ეკლესიისათვის საპატიჟოს დაწესების სიგელში: „ვაკურთხე მთავარანგელოზი დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა და მოწმებითა“. საბუთი გაცემულია 1445-1452 წწ-ში დემეტრე მეფის (ალექსანდრე დიდის ძის) მეფობის დროს. იგივე ოზბეგ დადიანი სვანთა ერისთავისა და მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულებით მოიხსენიება მისივე საფლავის ქვის ეპიტაფიაში, რომელიც აღმოჩენილია ოჩამჩირის რ-ნ სოფელ ჭლოუში (ჭალა).
წყაროები და ლიტერატურა
- სილოგავა 1986: 64;
- ბერაძე 1999: 143.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში