NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:57, 14 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ასო „ჩ“

ქართული ანბანის ოცდამეექვსე (ძვ. ქართული ანბანის ოცდამეცხრე) ასო. მისი სახელია „ჩინი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი შიშინა აფრიკატისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴙ,. მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴙ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ იხრება, ოთხ ხაზში იწერება, მხედრულში ჩ-ს მომრგვალებული ფორმები აქეს და ზედა სამ ხაზში იწერება.

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ათასს (1000).


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%A9&oldid=220725“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები