აღაიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღაიანი – ისტორიული სოფელი საქართველოში, ცენტრალურ ქართლში (კასპის რ.).

ძველ ქართულული საისტორიო და ეკონომიკურ ძეგლებში აღაიანი XIV-XV საუკუნეებიდან მოიხსენიება. ტოპონიმი შინაარსობრივად საკმაოდ ნათელია: საყრდენ ფუძეს წარმოადგენს ადამიანის შერქმეული (ზედმეტი) სახელი აღა, რომელსაც, დართვია სიმრავლე-კრებითობის -იან სუფიქსი. მაშასადამე აღაიანი ასე უნდა გავიგოთ: „სოფელი, რომელშიც „აღაანი“ აღას შთამომავლები სახლობდნენ; მართალია, აქაურ მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების მიხედვით აღა („ბატონი“), ვის სახელთანაც არის დაკავშირებული სოფლის წარმოშობა, თემურ-ლენგის ბიძა (მამის ძმა) ყოფილა, მაგრამ, როგორც ზემოთაც ვთქვით, აღა ამ შემთხვევაში რომელიმე ადგილობრივი პირის ზედმეტი ანუ შერქმეული სახელი უნდა იყოს. შემთხვევითი არ არის, რომ სოფელ რუისპირში (თელავის რ.) დასტურდება მიკროტოპონიმი „აღას კაკალი“, რომლის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: „ერთი კაცი ყოფილა, აღას ეძახდნენ. ამას ედგა ბარდებით დაფარული კაკალი. აღას გაუწმენდია კაკალი. როცა ეს კაცი გარდაცვლილა, მისი სახელი კაკლისთვის დაუძახნიათ, „აღას კაკალიაო“ (დიმიტრი მრელაშვილი).

ზოგის მტკიცებით ეს აღა სოფლის მამასახლისი ყოფილა. ასე რომ აღაიანის მაინცდამაინც თემურლენგის ბიძის სახელთან დაკავშირება გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია·


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები