აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აწყური – სოფელი ახალციხის რაიონში. მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირებზე, აბანოსღელის შესართავთან, ზღვის დონიდან 900 მ. ახალციხიდან 22 კმ.

ქართულ წყაროებში აწყუერის სახელითაც გვხვდება. მატიანეში პირეელად XI ს. შუა წლებში იხსენიება, აწყურში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართული კულტურის, სასულიერო-საეკლესიო ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მათ შორისაა ეფრემ მაწყვერელი, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. რომელიც ეფრემ დიდის სახელით არის ცნობილი. მას უკავშირდება ქართული ეკლესიის მიერ მირონის კურთხევის უფლების მოპოვება.

აწყურის ეპარქიისა და ლიტერატურულ-საგანმანათლებლო კერის თვალსაჩინო წარმომადგენელია გიორგი მაწყვერელი. XI ს-იდან ცნობილია კალიგრაფი გაბრიელი, რომელსაც ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის დავალებით 1053 გადაუწერია იოანე ოქროპირის იოანეს თავის თარგმანება (K N21); XVI ს-ში აქ მოღვაწეობდნენ გადამწერი გრიგოლი, რომელსაც ქაიხოსრო ფანასკერტელ-ციციშვილის ბრძანებით 1538 გადაუნუსხავს მარხვანი (K N698), და იოაკიმე მაწყვერელი, რომელმაც სვიმეონ კარგარეთელს დაავალა პოლემიკურ-დოგმატიკური და სამეცნიერო კრებულის (S N312) გადაწერა. 1575 იერემია მაწყვერელმა მანოელ ინანიკაშვილს გადააწერინა მარხვანი (Q N657) და სხვ.

ლ. მენაბდე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები