ენისმიერი თანხმოვნები
ენისმიერი თანხმოვნები – თანხმოენები, რომელთა წარმოთქმისას ენის ესა თუ ის ნაწილი მონაწილეობს ამ ბგერებისათვის საჭირო ხშვის, ნაპრალისა და ჰაერნაკადის მიმართულებს შემცვლელი დაბრკოლების შექმნაში. იმის მიხედვით, თუ ენის რომელი ნაწილი ასრულებს აქტიურად ბგერისათვის საჭირო მოძრაობას, ჩვეულებრივ განირჩევა წინაენისმიერი, შუაენისმიერი და უკანენისმიერი თანხმოვნები.
ქართულში წინაენისმიერი თანხმოვნებია დ-თ-ტ (დენტალური თანხმოვნები) ნ, რ, ლ (სონორები). უკანაენისმიერი თანხმოვნებია გ-ქ-კ, ღ-ხ-ყ (ვერალური თანხმოვნები). რაც შეეხება შუაენისმიერ თანხმოვნებს, სალიტერატურო ქართულის საწარმოთქმო ნორმების მკაცრად დაცვის შემთხვევაში ისინი არ გვხვდებიან, თავისუფალ მეტყველებაში კი ხშირია ხმოვანი ი-ს გადაქცევა შუაენისმიერ თანხმოვნად ჲ-დ: ჲარუსი, ჲურისტი, ჲორღა.
ცალკე გამოიყოფა ენისმიერი თანხმოვნები, რომლებიც იწარმოებიან ენის ძირის მიბჯენით ან მიახლოევით ხახის უჯანა კედელთან.