წრფივი ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წრფივი ფუნქცია – ერთი ცვლადის წრფივი ფუნქცია y =ax +b, სახის ფუნქცია, სადაც a და b - მუდმივებია. წრფივი ფუნქციის განსაზღვრის არეა ყველა ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე (ან მისი ნებისმიერი ქვესიმრავლე).
n ცვლადის x1,x2,...,xn -ის წრფივი ფუნქციაა f(x)=a0+a1 x1+a2 x2+...+,an xn, სადაც a0, a1, a2,…, an, − მუდმივებია.
სახელწოდება დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ფუნქციის გრაფიკი არის წრფე.
ტერმინი „წრფივი ფუნქცია“ შემოიღო დიუბუა რაიმონმა (1882).