ეგრისის ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:54, 3 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამეგრელოს ქედი, ეგრისის ქედი, ოდიშის ქედი – სამეგრელოს ქედი კავკასიონის სამხრეთ ფერდობის ერთ-ერთ გასწვრივ გვერდით ქედს წარმოადგენს, იგი ყოფს ზემო და ქვემო სვანეთის მაღალმთიან ქვაბულებს კოლხეთისა და შავი ზღვისაკენ მიპყრობილი გარეგანი ფერდობებისაგან.
სამეგრელოს ქედის თხემზე აღმართულია მწვერვალები: ოთეფურადოდი (3038 მ), დიდღალიდუდი(3164 მ), თხეიშისდუდი (3045 მ), ლაკუმურაშუდი (3264 მ), ტეხურიშდუდი (3000 მ), ღვირისთავი (2667 მ).
მთავარი თხემიდან სამხრეთისაკენ გამოწვდილ კლდოვან შვერილებზე აღმართულია მთები: ჭითაგვალა (3221 მ), ცაში კიბული (2913 მ) და სხვ. წყალგამყოფ თხემზე მდებარეობენ უღელტეხილები: ზანდარიაქი (2763 მ), საოჭიო (2696 მ), ნატახტასშტუდი.