ტობავარჩხილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვ. დონიდან 2650 მ-ზე. ტობა ვარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს. ტობავარჩხილის ტბასთან ახლოს მდებარეობს შემდეგი ტბები: დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.