ტობავარჩხილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა, იგივე დიდი ტობა) − ტბა დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მ-ზე. ტობა ვარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს. ტობავარჩხილის ტბასთან ახლოს მდებარეობს შემდეგი ტბები: დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.