ბრაუნი იან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:31, 28 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იან ბრაუნი – (პოლ. Jan Braun, დ. 15 მაისი, 1926 — გ. 29 ივნისი, 2015), პოლონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და ბასკოლოგი.

დაამთავრა ლოძის უნივერსიტეტი (1951). 1951-55 ასპირანტურის კურსი გაიარა თსუ-ში ა. შანიძის ხელმძღ�ვაჩელობით და აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ზმნის მრავალპირიანობა“ (1955), სამეცნიერო-პედაგპგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვარშავის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ზოგადი ენათმეცნიერების, შუმეროლოგიისა და ე. წ. აზიანიკური ენების შედარებითი გრამატიკის კურსს. განსაკუთრებით ნაყოფიერად იკვლევდა ბასკურ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის პრობლემას, იცავდა ამ ენათა გენეტიკური ნათესაობის თეორიას. აღწერა კრაკოვში დაცული ქართული ხელნაწერები (1958). მისი თანამშრომლობითა და კონსულტაციით გამოქვეყნდა პოეტ იეჟი საგურსკის მიერ თარგმნილი „,ვეფხისტყაოსნის“ პირეელი სრული გამოცემა პოლონურ ენაზე. იყო აგრეთვე მეცნიერ-კონსულტანტი იგორ სიკირიცკის მიერ პოლონურ ენაზე შედგენილი ქართული პოეზიის ანთოლოგიისა (ლოძი, 1985) და ინგლისელი ქართველოლოგის დ. მ. ლანგის ნაშრომის „ძველი საქართველოს“ თარგმანისა პოლონურ ენაზე (1972). პოლონურად თარგმნა ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის, გ. ლეონიძის რამდენიმე ლექსი, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ქართული ფოლკლორის ნიმუშები.

ბრაუნი არჩეულია ბასკური ენის სამეფო აკადემიის საპატიო წევრად (2001), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად.

ს. ჭუმბურიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები