ნალბანდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:53, 14 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნალბანდი

ნალბანდი - საქონლის რკინის ნალით დამჭედავი. იმისათვის, რომ საჯდომ და მუშა საქონელს საჯაფო სამუშაოთა შესრულებისას ჩლიქები არ დაუცვდეს, ლურსმნებით აჭედებენ რკინის ნალებს. დაჭედვისას კარგად გაბაწრულ ცხოველის ჩლიქის ძირებს ბრტყლად მოუსწორებენ დანით და დააჭედებენ ნალებს. ნ

ნალბანდის იარაღები

ალბანდს დიდი დაკვირვება მართებს, ლურსმანი გაატაროს ჩლიქის უგრძნობ ნაწილში და არ შეახოს საქონლის საღ ხორცს, თორემ დაჭედილი პირუტყვისათვის იგი მუდმივი ტკივილის წყაროდ იქცევა და შესაძლოა, ამით სამუდამოდ დახეიბრდეს. ჩლიქში გვერდულად დარტყმული ლურსმნის წვერი მის ზედაპირზე გამოდის, რომელსაც ჩლიქებზევე გადაკეცავენ.

ნალსა და ლურსმანს ძირითადად მჭედელი სჭედდა, ზოგ შემთხვევაში კი თვით ნალბანდები ამზადებდნენ. დიდი სამუშაოების დროს სანალბანდო საქმიანობაში ქვედარგები ყალიბდებოდა. მუშა საქონელი წელიწადში 4-5-ჯერ იჭედებოდა, რაც განაპირობებდა სანალბნდო საქმიანობის შეუწყვეტელ ხასიათს.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები