ქართლის ზამბახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:03, 13 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართლის ზამბახი

ქართლის ზამბახი - (Iris carthaliniae Fomin = Iris spuria subsp. Carthaliniae [fomin] B. Mathew); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი ლაჟვარდოვან-ცისფერია, მუქი ლურჯი, ზოგჯერ იისფერი ელფერით, თეთრი, მკრთალი ყვითელი ძარღვებით. ღერო მაღალია, შეფოთლილი, სიგრძით ფოთლებისოდენა ან ქვედა ფოთლებზე გრძელი•ქვედა. ღეროსეული ფოთლები ხეშეშია, ხაზური ან ხმლისებური, ღეროზე გრძელი ან ღეროსოდენა. ყვავილსაფრის ფოთლები წვერზე ამოკვეთილია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე – ჭაობებში, არხებში, ტენიან მდელოებზე. მცენარის ნახვა შესაძლებელია ყაჯირის მთის მიდამოებსა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.

კავკასიის ენდემური სახეობაა, ფრიად დეკორატიული.

აღმოსავლეთ-ამიერკავკასიური ტიპი: კლასიკური ადგილსამყოფელი ამიერკავკასია. ტიპი ბერლინში.

აღნიშნული სახეობა აღწერილი იყო ა.ფომინის მიერ ცოცხალ ეგზემპლარებზე, რომლებიც ჩამოტანილი იყო მცხეთიდან და კულტივირებულია თბილისის ბოტანიკური ბაღის კავკასიის განყოფილებაში „Habitat in humidis prope Mzchet”. მან ამ მცენარეს „ქართლის ზამბახი" უწოდა. – I. carthaliniae. ტიპიურ ნიმუშზე ა.ფომინის მიერ აღნიშნულია: „Iris carthaliniae Fomin”. Determ A.Fomin.

ტიპი ინახება თბილისში – ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმში (ქუთათელაძე, 1971).

საქართველოში ქართლშია გავრცელებული (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში ჩვენს მიერ აღნიშნული სახეობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აღირიცხა ზაჰესი-მცხეთის მიდამოებში (მტკვრისპირა ზოლში, ჭაობი), სადაც წყლის ზამბახთან ერთად მნიშვნელოვან ასპექტს ჰქმნიდა. ცენტრალური ტრასის (სამხედრო გზის) გაფართოებასთან დაკავშირებით მთლიანად იქნა განადგურებული. ახალი ადგილსამყოფელი ნანახი იქნა 1998 წელს დიდი დიღმის მიდამოებში.

სინათლის მოყვარული მცენარეა. ფართო ეკოლოგიური ამპლიტუდით ხასიათდება; იზრდება როგორც ტენიან (დაჭაობებულ) ადგილებში, ასევე მშრალ ველობებზე. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია; გვხვდება მცირე ჯგუფების სახით. იშვიათ მცენარეთა კატეგორიას განეკუთვნება. აუცილებელია მისი სრული დაცვა როგორც ენდემური და სამეურნეო მნიშვნელობის სახეობისა. საუკეთესო მასალაა კულტურული ჯიშების გამოსაყვანად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები