ქადაგი (სიმღერა)
ქადაგ-ი (ოს. Кадæг) – განსაკუთრებული მელოდიის ეპიკური სიმღერა, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტის, ფანდირის, თანხლებით სრულდება. განსხვავებით ზარაგისაგან (зарæг – „სიმღერა“ ზოგადად), ქადაგს, უპირველეს ყოვლისა, ნართული და დარეძანული თქმულებები და რამდენიმე საგმირო სიმღერა განეკუთვნება (საგმირო სიმღერები, როგორც წესი, ფანდირის გარეშე სრულდება).
ტერმინ Кадæг-ის წარმომავლობის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში ორი თვალსაზრისია გამოთქმული: ერთი მას ქართულ „ქადაგი“ სიტყვიდან მომდინარედ მიიჩნევს (რ. შტაკელბერგი, ვ. მილერი), მეორე უკავშირებს სიტყვას кад – „დიდება“ (кадæг – „სადიდებელი“). ა. შიფნერის ამ მოსაზრებას ვ. აბაევი უფრო მართებულად მიიჩნევს და, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ქართული ტერმინი თავად არის ნასესხები ან ოსურიდან (?) ან ფალაურიდან (Kēdig – „magician“).
ლიტერატურა
- Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990;
- Таказов Ф. М. Устное народное творчество // Осетины. Серия «Народы и Культуры».
Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.