ციკლური კოორდინატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციკლური კოორდინატები – განზოგადებული კოორდინატები (q1,q2,...,qs), რომლებიც ცხადი სახით არ შედიან ლაგრანჟის L ფუნქციაში (ე.ი. ∂L/∂qi= 0), არამედ, შედიან მხოლოდ დროით წარმოებულის სახით.
რადგანაც ლაგრანჟის ფუნქცია დაკავშირებულია ჰამილტონის და რაუსის ფუნქციებთან ∂L/∂qi=-∂H/∂qi=-∂R/∂qi ტოლობებით, ამიტომ, ციკლური კოორდინატები არ შევა აგრეთვე ჰამილტონის და რაუსის ფუნქციებში. სამართლიანია შებრუნებული მსჯელობაც.