გრიგოლ ოშკელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ ოშკელი – X ს. მწიგნობარი, მთარგმნელი. ზედწოდების მიხედვით ივარაუდება, რომ უნდა ყოფილიყო ოშკის ერთ-ერთი მოღვაწე.

ეფრემ მცირეს ხელახლა უთარგმნია გრიგოლ ოშკელის მიერ სომხურიდან თარგმნილი თხზულება „ევნომიანოსთა მიმართ და ღმრთისმეტყუელებისათჳს“, რომლის მინაწერში ვკითხულობთ: „ლოცვა ყავთ, წმიდანო და ქრისტეს მოყუარენო, ეფრემისათჳს თარგმანისა, რომლისა მიერ მეორედ ითარგმნა ესე საკითხავი, რამეთუ ნეტარისა გრიგოლ ოშკელისა მიერ სომხურისაგან თარგმნილი ესოდენ ვპოვე“. (სხეც, A-292). სხეცის ერთ-ერთ ნუსხაში (A- 87) დაცულია თხზულება, რომლის მთარგმნელად გრიგოლ ოშკელი მოიხსენიება: „საკითხავი სამხილებელი არიანოსთა და ევნომიანოსთა ბოროტად უწესოებისაჲ, რომელნი იგი მოსწრაფე იყვნეს წვალებისაებრ თვსისა ცთომილად ღმრთისმეტყუელებად და წინაშე ურწმუნოთა საშჯელსა ჰყოფდეს მართლმადიდებელთა თანა და უღირსთა და ჭაბუკთა კაცთა მღდელად და ეპისკოპოსად ჴელთა დაასხმიდეს და სხუასა მრავალსა უწესოებასა იქმოდეს, რომელთაცა ამხილა წმიდამან გრიგოლი“ კ. კეკელიძის აზრით, გრიგოლ ოშკელის თარგმნილი უნდა იყოს ამავე ნუსხაში დაცული გრიგოლ ღვთისმეტყველის კიდევ ერთი თხზულება „ქებაჲ და შესხმა. ნეტარისა კესარიოს ძმისა თჳსისაჲ, რომელი ესე თქუა ჟამსა მიცვალებისა მისისა“.

მ. ქავთარია


ლიტერატურა

  • აბულაძე ი., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X სს., თბ., 1944;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები