მოამბე (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:14, 13 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟურნალი „მოამბე"

მოამბე — ყოველთვიური პოლიტიკურ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1894-1905 წწ. თბილისში. რედაქტორი — ალექსანდრე ჭყონია. გამომცემლები: ნ. ღოღობერიძე (1894 წ. ივლისამდე), ა. ჯაბადარი (1894 წ. ივლისიდან). „მოამბეში“ დაიბეჭდა ნ. ხიზანიშვილის, ა. ყიფშიძის, ა. ხახანაშვილის, ი. ჯავახიშვილის, ე. თაყაიშვილის მეცნიერული გამოკვლევები, ნ. ნიკოლაძის, ი. გოგებაშვილის, ა. ჯორჯაძის, ფ. გოგიჩაიშვილისა და სხვათა პუბლიცისტური წერილები. ჟურნალმა დიდი ამაგი დასდო ქართულ მწერლობას როგორც მხატვრული მასალების პუბლიკაციით, ისე ლიტერატურული პროცესებისა თუ ცალკეული წიგნთა საფუძვლიანი განხილვით. აქ გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, შ. არაგვისპირელის, ი. ევდოშვილის, ე. ნინოშვილის, ლალიონის, ა. ერისთავ-ხოშტარიას, განდეგილისა და სხვათა ნაწარმოებები. ჟურნალმა მკითხველებს გააცნო რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული, პოლონური, ნორვეგიული, ბულგარული ლიტერატურის ნიმუშები.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები