ბატონიშვილი დავით (1767-1819)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგრატიონი დავით გიორგის ძე

ბაგრატიონი დავით გიორგის ძე, (დავით ბატონიშვილი) – (1769 – 1819), ერეკლე II-ის შვილიშვილი და გიორგი XII-ის ვაჟი.

დაწყებითი განათლება სამეფო კარზე მიიღო, ხოლო შემდეგ დაეუფლა უცხოურ ენებსა და უცხოურ (ძირითადად - ფრანგულ) ლიტერატურას, შეისწავლა სამხედრო მეცნიერება. 1789 წელს იგი მონაწილეობდა კრწანისის ომში, სადაც ხელმძღვანელობდა არტილერიას. დავითი ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე იყო, მაგრამ რუსეთმა დაარღვია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, მოახდინა ჯერ - ქართლ-კახეთის, შემდეგ კი მთელი საქართველოს ანექსია და არ დაუშვა დავითის გამეფება. მას, სხვა ბატონიშვილებთან ერთად, საქართველოში ცხოვრება აეკრძალა და 1803 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა. ამ პერიოდში დაწერა ორიგინალური მეცნიერული და ფილოსოფიური ნაშრომები, ქართულ ენაზე თარგმნა მონტესკიეს „გულისხმისყოფისათვის სჯულთასა“ („კანონთა სული“), ანსილიონის „ესთეტიკებრი განსჯანი“, შეადგინა ორიგინალური ნაწარმოები „შემოკლებული ფისიკა“, რომელშიც, გარდა ფიზიკური იდეებისა, გადმოცემულია მისი ნატურფილოსოფიური შეხედულებანი. წიგნში „შემოკლებული კატიღორია“ განხილულია დავით ბაგრატიონის ლოგიკური შეხედულებანი. მის მთავარ მხატვრულ ნაწარმოებს წარმოადგენს პატარა რომანი „ახალი შიხი“, რომელსაც ვოლტერის, რუსოს და გოეთეს ზეგავლენა ეტყობა და საყვარლებს შორის მიწერ-მოწერის ფორმითაა შედგენილი. წერდა ლექსებსაც (ელეგიურს, სატრფიალოს, სატირულს). სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა” შეავსო ახალი მასალით – დაუმატა სიტყვები რუსული, სომხური და თურქული განმარტებებით.კალამს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული და სამართლისმცოდნეობითი ნაწარმოებები. გარდაიცვალა პეტერბურგში; დასაფლავებულია პეტერბურგია ალექსანდრე ნეველის სასაფლაოზე.



1803 წლის 23 თებერვალს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იძულებით პეტერბურგში გადაასახლეს. რუსეთში იგი ძირითადად მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. ქართულად თარგმნა მონტესკიეს „კანონთა სული“, რომელსაც დაურთო საკუთარი კომენტარები. დავით ბატონიშვილის მიიცვალა 1819 წლის 13 მაისს. დასაფლავებულია პეტერბურგია ალექსანდრე ნეველის სასაფლაოზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები