ხატარეშობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:43, 5 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხატარეშობა – საგაზაფხულო აგრარული დღესასწაული ლეჩხუმში. დეხვირის საზოგადოება აღდგომის მესამე ორშაბათს უქმობდა. 6-7 სოფლის მოსახლეობა, მცხეთის ეკლესიის მახლობლად, დიდი ცაცხვის ქვეშ, ლოდთან შეიკრიბებოდა და მრგვალი რიყის ქვის სროლას გამართავდნენ. ქვის დაცემის კვალობაზე წინასწარმეტყველებდნენ ამინდკეთილობასა და მოსავლიანობას. დღის ბოლოს დეხვირის ციხეს ეწვეოდნენ და მოილხენდნენ. სპეციალურ სიტყვიერებასთან ერთად ადგილი ჰქონდა შაირობასა და სიმღერას, ცეკვას.

მ. ჩიქოვანი



ლიტერატურა

მ. ალავიძე ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, 1951, გვ, 128-29.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები