ორბელიანი ზაალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორბელიანი ზაალ (ზაალ-ზოსიმე) — (XVII-XVIII სს.) მწიგნობარი, ლექსიკოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე, სულხან-საბა ორბელიანის ძმა. აღიზარდა დიდი კულტურულ ლიტერატურული ტრადიციების მქონე ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანის ოჯახში. 1699 წ. ბერად აღიკვეცა. ამ ნაბიჯს ქართლის კანონიერი მეფის გიორგი მეთერთმეტის დამარცხებასა და პოლიტიკური იდეალების გაცრუებას უკავშირებენ. 1724 წ. მოსკოვს გაჰყვა ვახტანგ მეექვსეს. დასახლდა ვსესვიატსკოეში, იქვე გარდაიცვალა. ზაალ-ზოსიმე ორბელიანმა განსაკუთრებული ამაგი დასდო სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ დამუშავება-სრულყოფას, ლექსიკონი მას ხუთჯერ გადაუნუსხავს და გადაწერისას შესწორებები და შენიშვნები შეუტანია. ზ. ორბელიანს სხვა ხელნაწერებზეც უმუშავნია. მას ეკუთვნის სულხან-საბას თხზულების „სწავლა-მოძღვრებათა“ ნუსხა.


ლიტერატურა

  • ლ. ქუთათელაძე, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის რედაქციები, 1957.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები