აპოთეოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:01, 29 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპოთეოსი – (ბერძნ.) („გაღმერთება“).
ძველად ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში არსებობდა მეფეთა გაღმერთების ტრადიცია. ამ ტრადიციის გავლენით ძველ საბერძნეთშიც დაიწყეს იმ ადამიანთა თაყვანისცემა, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღოდათ სახელმწიფოსა თუ ქალაქის წინაშე.
მითოლოგიაში ეს გამოვლინდა გმირთა გაკულტებით (მაგალითად, ჰერაკლეს აპოთეოსი). საიმპერატორო და ბიზანტიურ ეპოქებში დაიწყეს მეფეთა და იმპერატორთა გაღმერთება.
თანამედროვე მეტყველებაში აპოთეოსი აღნიშნავს ადამიანის ან მოვლენის განდიდებას, საქმის ან სპექტაკლის საზეიმოდ დასრულებას.