ნიკოლოზ ტფილელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ ტფილელი (თბილელი, ორბელიანი) – (1672-1732), ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, საეკლესიო მოღვაწე. სულხან-საბა ორბელიანის ძმა. 1715 წ. მიიღო რუისის საეპისკოპოსო კათედრა, შემდეგ – ტფილელობა (თბილელობა). 1724 წ. ვახტანგ მეექვსეს გაჰყვა რუსეთში, იქვე აღესრულა. იყო ვახტანგ მეექვსის კულტურული საქმიანობის თანამონაწილე. დიდი წვლილი მიუძღვის თბილისში სტამბის მოწყობისა და წიგნის ბეჭდვის განვითარების საქმეში.

ნაყოფიერად მოღვაწეობდა ლიტურგიკული ჰიმნოგრაფიის დარგში. მას ეკუთვნის საგალობლები: აბო თბილელისა, ევსტათი მცხეთელისა, არჩილისა, ლუარსაბისა, ნინოსი, რაჟდენ პირველმოწამისა, შუშანიკ დედოფლისა, იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა და სხვათა. მან რედაქცია გაუკეთა სულხან-საბას დოგმატიკურ თხზულებას „სამოთხის კარი“ და არჩილ მეფის მიერ რუსულიდან გადმოთარგმნილ პეტრე მოგილას კატეხიზმოს. ავტორია საეკლესიო-სამოძღვრო ხასიათის ნაწარმოებისა, „შვიდთა მათ მომაკვდინებელთა ცოდვათა და შვიდთა მადლთათვის“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები