ბაგრატიონი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:17, 27 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაგრატიონი (ბატონიშვილი) ლევან — (1728–1763) კულტურის მეცენატი და მწიგნობარი. დაიბადა მოსკოვში, შესატყვისი აღზრდა-განათლება მიიღო. სამხედრო საქმეს მიდევნებულმა სეკუნდ-მაიორის ჩინს მიაღწია. მოსკოვშივე გარდაიცვალა, დონის მონასტერში დაკრძალეს. ნაყოფიერ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა. 1754-63 წწ. სხვადასხვა წყაროს საფუძველზე შეადგინა „მსოფლიო ისტორია“ ანუ „ანბავნი გინა ისტორიანი“. ეს არის სქელტანიანი ნაშრომი, რომელიც არაერთი ქვეყნის გეოგრაფიასა და ისტორიას აღწერს. მეთვალყურეობდა ქართულ ხელნაწერთა დამზადება-გავრცელების საქმეს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა „როსტომიანის“ ჩინებული ნუსხა.