მაჯამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაჯამა — გარკვეული ხასიათის სამიჯნურო, მოსალხენ, შესაქცევ, სახოტბო, კაეშნის გამომხატველ) ლექსთა კრებული, რომელიც ხშირად ომონიმური რითმებით განწყობილი სტროფებისგან შედგება. ლექსის ეს სახეობა (რომლის სახელწოდებაც არაბულიდან სპარსულის მეშვეობით შემოვიდა) ქართულ პოეზიაში თეიმურაზ პირველის დანერგილად მიაჩნიათ. მაჯამა გავრცელებული იყო XVII—XVIII სს. მწერლობაში. თეიმურაზ პირველის გარდა მაჯამები დაწერილი აქვთ არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, მამუკა ბარათაშვილს. დღესდღეობით „მაჯამა“ ამგვარი გაგებით ლიტერატურის ისტორიაში იხმარება მხოლოდ.