მორალისტური ზღაპრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 22 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მორალისტური ანუ ლეგენდარული ზღაპრები – ქრისტიანული მორალის შემცველი ზღაპარი, ხშირად ქრისტიანული ლეგენდის საფუძველზეა აგებული ან მის ელემენტებს შეიცავს. ამგვარ ზღაპრებში მითოლოგიური წარმოდგენების ადგილს სასწაულმოქმედი (ქრისტიანული გაგებით) ელემენტები იჭერს. სიუჟეტიდან მორალისტური დასკვნა გამომდინარეობს. მაგ., „ორი შაური მართალი, თუ ორი თუმანი არამი", „თხებით სავსე უფლის ვენახი“ და სხვ.
ე. ვირსალაძე
ლიტერატურა
ელ. ვირსალაძე, „ზღაპარი“, ქართ. ხალხ. პოეტ. შემ. II, 1965, გვ. 390.