აბელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:20, 15 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბელი - ძველი აღთქმის პერსონაჟი, ადამისა და ევას ვაჟი, კაენის უმცროსი ძმა, მწყემსი. აბელმა ღმერთს შესწირა პირველშობილი კრავი, მისმა ძმამ კაენმა კი მიწის ნაყოფი, ღმერთმა მიიღო აბელის შესაწირავი, რადგან მან შესწირა წმინდა გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით, კაენისა კი უარყო, რადგან კაენის გული ამ დროს ღვარძლით იყო სავსე, კაენი შურით აღივსო აბელის მიმართ და მოკლა იგი.