ტარი ბელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:12, 13 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბელა ტარი

ბელა ტარი – (დაიბადა 1955 წელს ქ. პეჩში, უნგრეთი) – კინორეჟისორი, უნგრული საავტორო კინოს ოსტატი.

ტარი სწავლობდა ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს აკადემიაში. თავისი პირველი ფილმი რეჟისორმა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში გადაიღო. ჩინოვნიკების რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო ამ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ბოშათა შრომით ბრიგადას ეძღვნებოდა.

მისი ფილმების რეტროსპექტივა არაერთხელ ჩატარებულა გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და კანადაში. კრიტიკოსები მას საშუალო თაობის ერთ-ერთ წამყვან ევროპელ ოსტატად მიიჩნევენ.

1990 წლიდან კინორეჟისურას ასწავლის ბერლინის კინოაკადემიაში.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1979 – „მშობლიური ბუდე“
  • 1982 – „მაკბეტი“
  • 1988 – „წყევლა“ (კანის სკფ ფრანგული კულტურის პრიზი წლის უცხოელ კინემატოგრაფისტს)
  • 1994 – „სატანტანგო“ (ბერლინის სკფ პრიზი ჩალიგარი ინოვაციისთვის ახალგაზრდა კინოს პროგრამაში)
  • 2000 – „ვერკმაისტერის ჰარმონიები“ (ბერლინის სკფ გაზეთ Berliner Zeitung--ის პრიზი)
  • 2007 – „ადამიანი ლონდონიდან“
  • 2010 – „ტურინის ცხენი“ (ბერლინის სკფ ჟიურის დიდი პრიზი - ვერცხლის დათვი, ფიპრესის პრიზი)

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები