ფლორიდორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:06, 5 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფლორიდორი − (ნამდვილი გვარია ჟოზიას დე სულას, ფრანგ. Josias de Soûlas, 1608-1671), ფრანგი მსახიობი. ძირითადად თამაშობდა პ. კორნელის, ჟ. რასინის და მერეს პიესებში. იგი ინარჩუნებდა კეთილშობილური თამაშის მანერას, რაც დამახასიათებელი იყო კლასიციზმისათვის და ამასთანავე ებრძოდა კოპწიაობას და რიტორიკულ მაღალფარდოვნებას. მან პირველმა ფრანგ მსახიობებს შორის, უარი თქვა წამღერებით მეტყველებაზე და ცდილობდა მაქსიმალურად გადმოეცა ცხოვრებისეული სიმართლე.