არწივის ხეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არწივის ხეობა

არწივის ხეობა - ბუნების ძეგლი საქართველოში. არწივის ხეობა ქალაქ დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში, კირქვიან მასივზე მდებარეობს. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის - კახეთის მაჩიტას (Campanuta kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularla trichoscuntha და Calium pedemantanGum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, კირქვის მასივებზე გვხვდება წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalls), რომელიც საქართველოს სხვა კუთხეებში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობადური იშვიათი სახეობის ფრინველებიც - შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის.



წყარო

ქართული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები