ესპერენის ბიგარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპერენის ბიგარო

ესპერენის ბიგარო - (Bigarreau d’Espérne). ბლის ეს ჯიში წარმოშობით ბელგიიდან არის, საიდანაც ჯერ კიდევ 1845 წელს გატანილი იქნა საფრანგეთში, აქედან ფართოდ გავრცელდა და სამრეწველო ხასიათი მიიღო. საქართველოს რაიონებში ეს ჯიში იშვიათად გვხვდება.

ესპერენის ბალი ღირსშესანიშნავია, როგორც საგვიანო სიმწიფისა და კარგი გემოს ნაყოფის მომცემი ჯიში.

ხე ძლიერი ზრდისაა, კარგად განვითარებული განიერი ვარჯით.

ნაყოფი მსხვილი გულისებრი ფორმისაა. ნაყოფის კანი მკვრივია, მოყვითალო–თეთრი ფერის, წითელი ლოყით მზის მხარეზე. ნაყოფის ხორცი ოდნავ მოვარდისფრო–თეთრი ფერისაა, მკვრივი, წვნიანი, ტკბილი გემოსი. წვენი უფერულია. კურკა მსხვილი აქვს. ხორცი არ სცილდება კურკას. ნაყოფი მწიფდება გვიან – ივლისის დამლევს. ბიგაროთა შორის ერთ–ერთი ძვირფასი ჯიშია.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები