ვიოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:18, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიოლა - ვიოლები, ხემიან მუსიკალური საკრავთა ოჯახი. ვიოლას ჰქონდა კვარტულ-ტერციული წყობის 5-7 სიმი. დაკვრის დროს მათ ვერტიკალურად იჭერდნენ. XVI ს-ში გავრცელდა დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში. ჰქონდათ ნაზი ხმა. გავრცელებული იყო ძირითადად არისტოკრატულ საზოგადოებაში. XVII ს-ში განდევნა ვიოლინოს ოჯახის საკრავებმა.