კიდი თომას
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 1 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თომას კიდი − (ინგლ. Thomas Kyd, 1558-1594), აღორძინების ეპოქის ადრეული პერიოდის ინგლისელი დრამატურგი, შექსპირის წინამორბედი, „სისხლიანი დრამის“ ჟანრის ფუძემდებელი. პიესები: „ესპანური ტრაგედია“, „დიდი პომპეუსი“, „სოლიმანი და პერსიდა“. ამ პიესების გმირები ძლიერი ბუნების, მჩქეფარე ვნებების ადამიანები არიან. ეს პიესები გამსჭვალულია ტრაგიზმით და გამოირჩევა მძაფრი დრამატიზმით.